понедельник, 17 октября 2011 г.


-ტესტის მიზანი:ცოცხალი ორგანიზმების დაჯგუფება ავტოტროფებად და ჰეტეროტროფებად.
ბიოლოგიური ტერმინების გამოყენება  ცოცხალი ორგანიზმების დახასიათებისას.
ტესტი აფასებს:მოსწავლის ცოდნას წაკითხული მასალის ირგვლივ.
                    კრიტიკული აზროვნების უნარ -ჩვევას,ანალიზის უნარს.
ტესტის შესრულების დრო:45წთ.
შეფასება10 ქულა.1-1ქულა
                        2-1ქულა
                         3-2ქულა
                         4-2ქულა
                         5-1ქულა
                          6-3ქულა
1.შემოხაზეთ სწორი პასუხი:
პარაზიტი ცხოველია:ა.მგელი  ბ.ტკიპა   გ.არწივი.   დ.ციყვი
2.სწორი პასუხი აღნიშნეთ ნიშნით:საპროფიტები ხრწნადი ნივთიერებებით იკვებებიან.
დიახარა
  
3.დააწყვილე;
იპოვეთ შესაბამისობა ცოცხალ ორგანიზმებსა და კვების ტიპებს შორის:
 
1    
2    
3    
4    
1.ასკარიდა 2.დათვი  3.ფოცხვერი 4.ირემი
ა.მტაცებელი ბ.ბალახისმჭამელი გ.პარაზიტი დ.ნაირმჭამელი

4.წერტილების ნაცვლად ჩასვით საჭირო სიტყვები:მტაცებლები,პარაზიტები,ნაირმჭამელები,ბალახისმჭამელები,საპროფიტები.
ა).   ორგანიზმები, რომლებიც მკვდარი ან  ხრწნადი
ნივთიერებებით იკვებებიან   ..........ეწოდებათ.
ბ.)..........ცოცხალ ორგანიზმზე ან მის შიგნით ბინადრობენ და მის ხარჯზე იკვებებიან.
გ)  ადამიანი........მიეკუთვნება,რადგან ის იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით.
დ)  ლომი......,რადგან ის სხვა ცხოველებით იკვებება.
.ე).......ნებისმიერი მცენარეული საკვებით იკვებებიან.
5.გაეცი პასუხი მოკლედ:არიან თუ არა დამოკიდებული ჰეტეროტროფული ორგანიზმები ავტროტროფებზე?
6.ჩამოაყალიბეთ:რა მსგავსება და განსხვავებაა ავტოტროფულ და ჰეტეროტროფულ ორგანიზმებს შორის?

Комментариев нет:

Отправить комментарий