среда, 19 октября 2011 г.

1.პროექტის სახელწოდება:საოცარი ბაქტერიები

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანისათვის სასარგებლო და საზიანო ბაქტერიებს.

3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები უშუალო დაკვირვებით მოახდენენ მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების თავისებურებების განსაზღვრას,რითაც განუვითარდებად დამოუკიდებლად მუშაობის ,კვლევა–ძიების უნარი.

4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა უშუალო დაკვირვებით შეისწავლოს მიკროორგანიზმების(კერძოდ პროდუქტის დამჟავების) ცხოველმოქმედების თავისებურებები.

შედეგი:ბუნ:vii.1.მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებს და გამოვლინებებს.

5.მოსწავლეთა ასაკი:vii კლასი

6.ვადები/ ხანგრძლივობა:24სთ

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები არჩევენ სიცოცხლის ფორმებსა და გამოვლინებებს

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:რძე,მაწონი,ერთნაირი ჭიქები,შესაფუთი მასალა,თე–

რმომეტრი,სპირტქურა.კომპიუტერი

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები).მოსწავლეებიშესაბამის დავალებაზე იძიებენ ინფორმაციას ინტერნეტით, ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ჯგუფიI-რძეს ანაწილებს თანაბრად 4 ერთნაირ ჭიქაში.

ჯგუფიII-რძეს ათბობს 40 გრადუსამდე. ჯგუფიIII- რძეს აცხელებს 100 გრადუსზე და შემდეგ აგრილებს 40 გრადუსამდე.ბავშვები თითოეულ რძიან ჭიქაში უმატებენ 1ჩაის კოვზ მაწონს

და ფუთავენ.შეფუთულ ჭიქებს ხსნიან 24სთ შემდეგ და გებულობენ რძის შედედების ხარისხს.დაკვირვების შემდეგ აკეთებენ დასკვნას: რძემჟაური ბაქტერიების გამრავლებისა და ცხოველმოქმედებისათვის სასურველი ტემპერატურა40 გრადუსია. რძის შედედების ხარისხი დამოკ–

იდებულია არა მარტო ტემპერატურაზე,არამედ ინკუბაციის დროზეც.

10.პროექტის ფასილიტატორი(მასწავლებელი):მაკა ხვადაგიანი

11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:khvadagianimaka@gmail.com

12.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий