понедельник, 17 октября 2011 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემაცოცხალია თუ არაცოცხალი?
სწავლების  საფეხურიVII კლასი
IIსაფეხური
მოსწავლეთა პროფილი6  მოსწავლე.კლასში არ არის  განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების  მქონე  მოსწავლე.
გაკვეთილის მიზნები და  შედეგებიმიზნები:მოსწავლეები გაიაზრებენ ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელ თვისებებს. მოახდენენ ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაციას კვების ტიპის მიხედვით.გამოიყენებენ ახალ ტერმინებს  ორგანიზმთა დახასიათებისას.გამოიმუშავებენ დისკუსიაში მონაწილეობის უნარს.
შედეგები:ბუნ.VII.1.მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებსა და გამოვლინებებს. ადარებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს და მსჯელობს სიცოცხლისათვის დამახასიათებელი თვისებებისა და მათი გამოვლინების მრავალფეროვნების შესახებ.
წინასწარი ცოდნაორგანიზმების დახასიათება ზოგადი სახით
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობამოსწავლეები ეცნობიან  ბიოლოგიურ ტერმინებს და  გამოიყენებენ ორგანიზმთა დახასიათებისას.მოახდენენ ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაციას ავტოტროფებად და ჰეტეროტროფებად .
შეფასების საგანი და პროცედურები მოსწავლეებს ვამუშავებ როგორც ინდივიდუალურად,ასევე წყვილებში.გამოვიყენებ ინდივიდუალურ განმავითარებელშეფასებას მოსწავლეებზე დაკვირვებით,ჩანახატებზე დაკვირვებით,მსჯელობის უნარით,ცხრილებზე მუშაობით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.ბიოლოგიის სახელმძღვანელოVIIკლასი.(ლ.ბურდილაძე,მ.ბაგალიშვილი,ქ.მაღრაძე).ფორმატის ქაღალდები,მარკერები,ცხრილი.დაფა.კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობაIმოლოდინის განსაზღვრა/გამოწვევა.(10წთ).
ვახდენ მოსწავლეთა გამოწვევას წინარე ცოდნიდან კითხვა –პასუხის,მცირე დისკუსიის სახით.ვსთავაზობ მოსწავლეებს დაფაზე ჩამოწერონ ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. მოიყვანონ მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან.
მოსწავლეებს ვთავაზობ ცხრილს შეავსონ და გამოიტანონ დასკვნა რა განსხვავებაა ცოვხალ და არაცოცხალ ორგანიზმებს შორის.
II.ცოდნის კონსტრუირება.(25წთ)
განვიხილავ ცოცხალ ორგანიზმთა ერთ -ერთ თვისებას –
კვებას.მოსწავლეთა დახმარებით ვარკვევ  რა მნიშვნელობა აქვს კვებას  და რატომ  არის ის ცოცხალი ორგანიზმებისათვის აუცილებელი.განვიხილავ ავტოტროფებს და ჰეტეროტროფებს.მოსწავლეებს ვაწვდი ცხრილს რათა მოახდინონ ორგანიზმების კლასიფიკაცია.
III.გამთლიანება/ რეფლექსია.(10წთ).
მოსწავლეებს ვთაბაზობ წინასწარ გამზადებულ  ფორმატის ქაღალდზე გამოსახულ ვენის დიაგრამას რათა
შეძლონ საერთო და განმასხვავებელი ნიშან–თვისებების განსაზღვრა ავტოტროფებისა და ჰეტეროტროფებისა.
მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის შეჯამების შემდეგ ვაძლევ საშინაო დავალებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий